logo_geo
როგორია გრიპთან ბრძოლის გლობალური სტრატეგია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა
- +

12 მარტი. 2019. 00:09

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გრიპთან ბრძოლის გლობალური სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2019-დან 2030 წლამდე პერიოდზეა გათვლილი.

 

პროგრამის მიზანი, სეზონური გრიპით დაავადების შემთხვევების თავიდან არიდება, ამ დაავადების ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის გაკონტროლება და გრიპის შემდეგომი პანდემიისთვის მომზადებაა.

 

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სტრატეტია ყველაზე მასშტაბური და პერსპექტიულია.

 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, თედროს ადჰანომი ამბობს, გრიპის პანდემიის საფრთხე ყოველთვის არსებობს.

 

ყოველწლიურად გრიპით დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ავადდება, მათგან 290-დან 650 ათასამდე კი იღუპება. ორგანიზაცია მოსახლეობას გრიპის ვაქცინის გაკეთებას ურჩევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი