logo_geo
ფოთში 9 წლის გოგონას დენმა დაარტყა, დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს
- +

12 მარტი. 2019. 00:31

 

 

9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, მოზარდს სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა იყო მძიმე.

 

„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 9 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შოკი, სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწრობითი დაზიანება, სხეულის 60%-ის დაზიანებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო მკურნალობა, კვლევა და სასწრაფო წესით გარეფერალდა თბილისის შესაბამისი პროფილის კლინიკაში“. - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

 

ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი