logo_geo
გორში 15 წლის ბიჭს ეძებენ
- +

12 მარტი. 2019. 12:29

 

გორში, ოჯახის წევრები მეორე დღეა 15 წლის ბიჭს - აჩიკო კობერიძეს ეძებენ.  ახალგაზრდა, ახლობლებს გუშინ შუადღის შემდეგ აღარ უნახავთ. აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება პოლიციაში დღეს დილით შევიდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აჩიკო კობერიძე გორის მე-3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.

 

„შეშფოთებულები ვართ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მხოლოდ ის ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს სამძებრო სამუშაოებს. ვიმედოვნებთ, მალე დადგინდება ბავშვის ადგილსამყოფელი“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი