logo_geo
ახმეტაში მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ჩაქრობის დროს გარდაიცვალა
- +

12 მარტი. 2019. 16:45

 

უბედური შემთხვევის შედეგად საგანგებო სიტუაციების ახმეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში იმ დროს მოხდა, როდესაც 34 წლის მაშველი სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა.

 

არსებული ინფორმაციით, მაშველს მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვლისას, ფეხი გაუცურდა და მანქანამ ქვეშ მოიყოლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტური სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

big_banner
არქივი