logo_geo
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
- +

12 მარტი. 2019. 18:45

 

 

„სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაცია პანკისის ხეობაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 25 წლის ამირან ბორჩაშვილი სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.

 

არსებული ინფორმაციით, ბორჩაშვილი, თურქეთის გავლით სირიაში სამი წლის წინ წავიდა. მანამდე კი თელავის უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობაზე სწავლობდა. როგორც ცნობილია, ამირან ბორჩაშვილმა საქართველო 2015 წელს ბიძაშვილთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად დატოვა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებს ამ დრომდე 34 პანკისელი ემსხვერპლა.

 

big_banner
არქივი