logo_geo
ავტომანქანის სავალდებულო ტექდათვალიერების წესი შეიცვალა
- +

12 მარტი. 2019. 21:41

 

 

ცვლილებები ავტომანქანების სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებაში - რეგულაციების გარკვეულ ნაწილზე შეღავათები ამოქმედდა. კერძოდ, ელექტრომიბილებზე იცვლება ინსპექტირების ღირებულება, სამაგიეროდ, მკაცრდება კონტროლი გამონაბოლქვზე.

 

ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან / და ლურჯი.

 

ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, განმეორებითი ინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალება ვიზუალურადაც შემოწმდება.

 

ასევე, ცვლილების თანახმად, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები) შემთხვევაში, დამატებით შემოწმდება ავარიული გასასვლელებიც.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ. ტაქსები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან. მანამდე ნორმა წელიწადში მხოლოდ ერთი შემოწმება იყო.

 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი