logo_geo
თბილისს ლილიპუტების ცირკი ეწვევა
- +

13 მარტი. 2019. 17:33

 

„პატარა ადამიანების დიდი ზღაპრული სანახაობა“- ასე ჰქვია თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობას, რომელსაც 31 მარტს თბილისელი მაყურებელი იხილავს „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში.

 

გინესის რეკორდსმენი მსახიობები, რომელთა სიმაღლეც ერთ მეტრს არ აჭარბებს, საოცარ სანახაობას ჰპირდებიან მაყურებელს. დასი 36-40 ნომრით წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა საცირკო ჟანრს- აკრობატულ ნომრებს, კლოუნადას, ილუზიას, ბუფონადის სერიას…

 

ცირკის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შოუ-პროგრამა გათვლილია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ის აღაფრთოვანებს მათ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს.

 

„რა სჯობს ოჯახურ გარემოში, პატარებთან ერთად, კეთილი ცირკის ჯადოსნურ სამყაროში სასიამოვნო წუთების გატარებას. აჩუქეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს ჯადოსნური დღესასწაული“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

 

მოსკოვის ლილიპუტების ცირკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა. სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ადამიანებს თავზარდაცემი წარსულისგან თავის დაღწევა და გასართობი სანახაობებით თავშექცევა. განსაკუთრებით ბავშვებისთვის იყო აუცილებელი ნამდვილი ბავშვობის დაბრუნება.

 

დღეს დასში 30-მდე მსახიობი მონაწილეობს. 28-65 წლამდე ასაკის არტისტები ზღაპრულ წარმოდგენებს მართავენ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. მათი აუდიტორია სავსეა არა მხოლოდ პატარებით, არამედ ზრდასრული ადამიანებითაც, რომლებიც ბავშვობის დროინდელ ბედნიერ ემოციებს აბრუნებენ ცოტა ხნით.

 

თითოეული მსახიობი, როგორც პლანეტის ყველაზე პატარა ადამიანი, „გინესის რეკორდების წიგნშიცაა“ შესული.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენაში ცხოველები არ მონაწილეობენ, რადგან, დასის მესვეურთა თქმით, ისინი გმობენ მათზე ძალადობას.

 

მოსკოვის ლილიპუტების ცირკი, თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობით, 6-7 აპრილს, აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე წარდგება.

 

ბილეთების შეძენა 25 მარტიდან შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://biletebi.ge/lilu-circus/moskovis-liliputebis-tsirki-tbilisshi-the-circus-of-lilliputians-in-tbilisi?fbclid=IwAR2gK0RtS2J7rPo1WL1fhObfM46BvwPasGtEUjBa0hAPWdeh5nwt5XzNr64

 

 

 

 

big_banner
არქივი