logo_geo
სოფელ ტყვიავში ნაპოვნი შველი ველურ ბუნებას დაუბრუნდა
- +

31 იანვარი. 2017. 03:06



გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მცხოვრებმა საკუთარ ბაღში, ღობის ხლართებში გაბმული შველი იპოვა. მომხდარის შესახებ მან საპატრულო პოლიციას აცნობა.


ადგილზე მისულმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შველი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და ის ეროვნული პარკის თანამშრომლებთან ერთად სოფელ წიწამურის მახლობლად, თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე გაუშვეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი