logo_geo
ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდო ძალადობრივი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია, ცენტრი „ემპათია“ განცხადებას ავრცელებს
- +

13 მარტი. 2019. 20:15

 

ირაკლი კვარაცხელიას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, უკანონო თავისუფლების აღკვეთის და სავარაუდო ძალადობრივი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, თავისუფლება აღკვეთილი, ირაკლი კვარაცხელიას ინტერესების დაცვას განახორციელებს ცენტრი “ემპათია”, ასევე ექსპერტიზაში ჩართული იქნება ცენტრი “ემპათია”ს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტი. შემთხვევას სუპერვიზიას გაუწევს ცენტრი “ემპათია”ს დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი.

აღნიშნულის თაობაზე ცენტრმა „ემპათია”-მ მიმართა სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას. ასევე ცენტრი „ემპათია“ საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია, ცენტრ „ემპათია“ -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

big_banner
არქივი