logo_geo
„გაზპრომი“ ლატვიური გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 34 %-ის მფლობელი გახდა
- +

31 იანვარი. 2017. 14:23




„გაზპრომი" ლატვიური გაზის ტრანსპორტირებისა და გაზსაცავის ოპერატორი კომპანიის „Conexus Baltic"-ის მეწილე გახდა. კომპანიის 34,1 %-იანი წილის შეძენა გაზის სექტორში ლატვიური მონოპოლისტის, „Latvijas Gaze"-ის რეორგანიზაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.


ლატვიის ახალი კანონმდებლობის მიხედვით, „Latvijas Gaze"-ის რეორგანიზაცია აპრილამდე უნდა დასრულდეს. კომპანიას უნდა გამოყოფოდა გაზის მოწოდება და შენახვა. სწორედ ეს ფუნქციები გადაეცა „Conexus Baltic"-ს, რომელიც ამ წლის იანვარში დაფუძნდა.


 

big_banner
არქივი