logo_geo
Facebook-ში დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა ახლობელ ადამიანებს უფრო სწრაფად აღმოუჩინონ დახმარება
- +

14 მარტი. 2019. 20:36

 

ამერიკული მედია წერს, რომ სპეციალურად Facebook-ში დასაქმებული ადამიანებისთვის არსებობს ცხელი ხაზის მსგავსი სერვისი, რომლის მეშვეობითაც ხარვეზებზე პრიორიტეტული ადამიანებისთვის რეაგირება უფრო სწრაფად ხდება. ამის შესახებ CNBC წერს.

 

„კარგია თუ Facebook-ში ნაცნობი გყავს“, - დასძენს CNBC-სთან ლაპარაკისას ყოფილი გაყიდვების აგენტი.

 

ირკვევა, რომ Facebook-ში დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა ახლობელ ადამიანებს უფრო სწრაფად აღმოუჩინონ დახმარება, ვიდრე ამას „რიგითი“ მომხმარებლები შეძლებენ. ლაპარაკია ანგარიშის შეჩერებაზე ან პაროლის დავიწყებაზე. გამოცემის ინფორმაციით, ამისთვის კომპანიის თანამშრომლები მოთხოვნას შიდა სერვერებზე აგზავნიან.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია Facebook-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა და დასძინა, რომ სერვისი პრობლემის გასაჩივრების საუკეთესო გზა არ არის.

 

პარალელურად გაირკვა, რომ Facebook-ი კომპანიაში დასაქმებულებს ყოველთვიურად 250 დოლარს აძლევს, რომელიც მათი სურვილის მიხედვით ნებისმიერი ბიზნესის სასარგებლოდ შეიძლება იყოს გამოყენებული.

 

13 მარტს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება განიცადა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი