უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადავარდა. გარდაცვლილი მამაკაცი 53 წლის იყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.