logo_geo
მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა
- +

14 მარტი. 2019. 22:40

 

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადავარდა. გარდაცვლილი მამაკაცი 53 წლის იყო

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი