logo_geo
კოსტავას ქუჩაზე 3 ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 მძღოლი დაშავდა
- +

14 მარტი. 2019. 22:50

 

კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, რომლის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ავტოავარიის შედეგად შეფერხდა ავტოსაგზაო მოძრაობა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი