logo_geo
მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე იპოვეს
- +

15 მარტი. 2019. 12:53

 

 

ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში, შვეიცარიის დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს, ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

 

„სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

 

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

 

 

big_banner
არქივი