logo_geo
სოფელ ხურვალეთში მცხოვრები: საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები - პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული
- +

16 მარტი. 2019. 11:53

 

„საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები“, - ამის შესახებ სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან ჟურნალისტებს ადგილობრივმა გივი კალმახელიძემ განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, რუსეთისგან საფრთხე არსებობს, თუმცა, გუშინ ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან.

 

„საფრთხე არ იყო, ხალხი შედიოდა. აქ სულ ოსები ცხოვრობენ, რომელიმე საფრთხეს გრძნობს? ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე, გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია? არავინ არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ იყო. რომელმა ნახა? როგორ დაგიჯეროთ ტელევიზიებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები, პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები“, - განაცხადა გივი კალმახელიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი