logo_geo
ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
- +

17 მარტი. 2019. 10:32

 

 

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში, პაციენტის მკურნალმა ექიმმა, თიკო კუჭაშვილმა განუცხადა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

„ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, რაიმე ოპერაციულ ჩარევას ამ ეტაპისთვის არ საჭიროებს. დამატებით რაიმე გართულება ჯერჯერობთ არ დაფიქსირებულა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით შემოვიდა კლინიკაში და ახლაც იგივეა მისი მდგომარეობა“, - განაცხადა თიკო კუჭაშვილმა.

 

როგორც ცნობილია, დაშავებულ მამაკაცს, დაზიანებული აქვს თირკმელი, ღვიძლი, აღენიშნება ტრავმულ–ჰომორაგიული შოკი.

 

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი