logo_geo
ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
- +

17 მარტი. 2019. 16:32

 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

 

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლების მტკიცებით, მათ არ სჯერათ გავრცელებული ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა. თუმცა, გარდაცვლილის ძმა პაატა უზარაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

 

ჩემი ძმა არ მოიკლავდა თავს, ის ცხოვრობდა ეკლესიური ცხოვრებით. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, - აღნიშნა პაატა უზარაშვილმა.

 

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და ხელისუფლებას.

 

ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა.

 

 

big_banner
არქივი