logo_geo
გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ხანძრის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული
- +

17 მარტი. 2019. 23:52

 

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი კერძო კომპანიის საწყობს გაუჩნდა.

 

„ხანძარი გაუჩნდა ერთი კერძო კომპანიის საწყობს. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზეა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება დაშავებულებს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული და ის კლინიკაშია გადაყვანილი“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი