logo_geo
არაოფიციალური ინფორმაციით, დიდ დიღომში საწყობში ხანძრის გამომწვევ მიზეზად სამი ვერსია სახელდება
- +

18 მარტი. 2019. 02:33

 

 

არაოფიციალური ინფორმაციით, დიდ დიღომში ერთ-ერთ საწყობში ხანძრის გამომწვევ მიზეზად სამი ვერსია სახელდება.

 

პირველი ვერსიით, ადგილი ჰქონდა დაუდევრობას, მეორე ვერსიით, მიზეზია ძველი ელექტროგაყვანილობა, მესამე ვერსიით კი – დარღვეული იყო უსაფრთხოების ზოგადი ნორმები. მას შემდეგ, რაც მეხანძრეები საბოლოოდ მოახდენენ ხანძრის ლიკვიდირებას, შემთხვევის ადგილზე მუშაობას ექსპერტ-კრიმინალისტები დაიწყებენ.

 

დიდ დიღომში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 23 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, არ არსებობს საშიშროება, რომ ხანძარში დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელდეს. დამწვარია სულ 1800 კვ მეტრის ფართობი. არსებული ინფორმაციით, ხანძარი წვრილმანი ტექნიკის მაღაზიაში გაჩნდა.

 

ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა საწყობის ტერიტორიაზე დაკვამლიანება კვლავ შეიმჩნევა.

 

საბურთალოს გამგებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი