logo_geo
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გივი ბერუაშვილი ერედვის რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს
- +

18 მარტი. 2019. 11:57

 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის მამაკაცის ოჯახის ინფორმაციით გივი ბერუაშვილი ერედვის რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს და მას შემდეგ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

 

„ამ დრომდე არაფერი ვიცით. ვვარაუდობთ, რომ დღეს სასამართლო გაიმართება და გამოუშვებენ. წუხელის რუსულ ბაზაზე ჰყავდათ. ცოტა ნასვამი იყო და ერედვს გადავხედავო, თქვა. იქ ე.წ. საზღვართან არ არის მავთულხლართები, ვეღარ განსაზღვრა და შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქედან საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 500 მეტრშია. ვუყვიროდით და არ გაჩერდა. დავინახე, როგორ წაიყვანეს, ორი შეიარაღებული პირი იყო. აქ პოლიციის პოსტია და მივედი, დახმარება ვთხოვე. მეტი არაფერი ვიცით, ველოდებით. საღამომდე ალბათ გამოუშვებენ“, – აცხადებს დაკავებულის მამა.

 

21 წლის გივი ბერუაშვილი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით სოფელ დიცთან გუშინ დააკავეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი