logo_geo
თბილისის აეროპორტში ყოველ მეორე მგზავრს შემოწმების რიგში დგომა დადგენილ ნორმაზე დიდხანს უწევს
- +

18 მარტი. 2019. 12:31

 

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმების რიგში დგომა მგზავრთა ნაწილს დადგენილ ნორმაზე დიდხანს უწევს.  აღნიშნულზე პასუხისმგებლობა არა აეროპორტის მმართველ „ტავ ჯორჯიას“, არამედ სახელმწიფო კომპანია „აეროპორტების გაერთიანებას“ ეკისრება. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ „აეროპორტების გაერთიანების“ 2017 წლის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული.

 

დოკუმენტის მიხედვით, პარამეტრების შეფასებას შპს „ტავ ურბან საქართველოს“ მიერ დაქირავებული კომპანია შპს „ევიეიშენ ქონსალთინგ გრუპი“ ახორციელებს.

 

„უსაფრთხოების კონტროლის მუშაობის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მგზავრთა 49.6%-ს (208 მგზავრი) მოუწია დადგენილ ნორმაზე, ხუთ წუთზე მეტი დროით შემოწმების რიგში დგომა. უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების კონტროლი არის „აეროპორტების გაერთიანების“ და არა შპს „ტავ ურბან საქართველოს“ მოვალეობა და შესაბამისი პარამეტრის დაცვა უნდა კონტროლდებოდეს „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

ამასთან, შეფასებისა და მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, ავტომობილების სადგომებისა და სარეგისტრაციო დახლების მუშაობა, საჰაერო ხომალდიდან ბარგის მიწოდება, ბარგის დასადები ურიკების ხელმისაწვდომობა და სხვა ძირითადი პარამეტრები არსებითად აკმაყოფილებს შეფასებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი