logo_geo
თბილისში ძლიერმა ქარმა 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი დააზიანა
- +

18 მარტი. 2019. 13:05

 

„ძლიერი ქარის გამო, გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 68 შეტყობინება შევიდა“, - აღნიშნული ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„ძლიერი ქარის გამო, 2019 წლის 17 მარტის 15:00 საათიდან 18 მარტის 09:00-საათამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თბილისის მასშტაბით, შემოსულია 68 შეტყობინება. ქარის გამო დაზიანდა: 15 შენობის სახურავი, 10 ავტომანქანა, 14 ხე, 4 სარეკლამო ბილბორდი და 1 შუქნიშანი“, - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი