logo_geo
„გირჩი“: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ალექსანდრე ლომაია... - სია, რომელთა შვილებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს
- +

19 მარტი. 2019. 13:09

 

 

 

„გირჩმა“, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ორი მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შვილებსაც უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ ჯარში არ წასულან.

 

როგორც „გირჩში“ განაცხადეს, ორი დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, „ბიბლიურ თავისუფლებას“ ცრუ რელიგია უწოდა და განაცხადა, რომ სამხედრო სამსახური უნდა დარჩეს სავალდებულო.

 

მათივე ინფორმაციით, „გირჩი“ შექმნის დღიდან იბრძვის ამ სამსახურის გაუქმებისთვის, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის დაკანონებული მონობა.  

 

„სწორედ ამ მიზნით, ზუსტად ორი წლის წინ, შეიქმნა „ბიბლიური თავისუფლება“, რომელმაც დღეის მდგომარეობით 15 000-ზე მეტი ახალგაზრდა იხსნა ცხოვრების დანგრევისგან“, - აცხადებენ „გირჩში“.

 

„ოპოზიციურობაზე და პროდასავლურობაზე პრეტენზიის მქონე პარტიის მხრიდან თავდასხმა ერთ-ერთ რელიგიურ ორგანიზაციაზე, როდესაც ამ კონფესიის წარმომადგენლებთან მიმართებაში ხელისუფლება აპირებს განახორციელოს ცალსახად დისკრიმინაციული შეტევა, ჩვენი აზრით, არის სამარცხვინო და აჩვენებს, რამდენად შორს არის ეს პარტია სინამდვილეში დასავლური ღირებულებებისგან. „ბიბლიური თავისუფლების“ დაარსების დღიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არაერთხელ მოუმართავთ ჩვენთვის დახმარების თხოვნით, რათა მათი შვილები და ოჯახის წევრები დაგვეხსნა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან. ჩვენი აზრით, ამორალურია, როდესაც პარტიას და მის მომავალ თავმჯდომარეს აქვს ასეთი პოზიცია „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის მიმართ, მაშინ, როცა მათ შვილებს არ მოუხდიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 

ჩვენი რელიგია კი არ არის ცრუ, ეს ადამიანები და მათი მორალია ცრუ და ყალბი.

 

დღეს ვაქვეყნებთ წინა ორი მოწვევის პარლამენტების იმ დეპუტატების სიას და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის იმ წევრების სიას, რომელთა შვილებსაც, ჩვენი ინფორმაციით, უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ ჯარში არ წასულან.

 

შესაძლოა, ამ სიაში არსებულ პირთაგან რომელიმეს გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური და ჩვენ არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც წინასწარ ვუხდით ბოდიშს და ვთხოვთ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას.

 

ასევე წინასწარ ბოდიშს ვუხდით იმ პირებს, რომელთაც შესაძლოა, აქვთ სამხედრო სამსახურთან შეუთავსებელი ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა შესახებ ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადეს „გირჩში“.

 

რაც შეეხება სიას, მასში შედიან - მიხეილ სააკაშვილი, ალექსანდრე ლომაია, დიმიტრი შაშკინი, გელა ბეჟუაშვილი, კონსტანტინე კემულარია, ალექსი ალექსიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ვალერი ჩეჩელაშვილი,  ვანო მერაბიშვილი;

 

მეექვსე მოწვევის პარლამენტარები - ნაზი არონია, ვან ბაიბურთი, მერაბ ბოცვაძე, გიორგი გეგელაშვილი, იური გოგელია, ზვიად გოგიტიძე, ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ზარნაძე, ალბეგ ზურაბიანი, გოჩა თევდორაძე, გია თორთლაძე, იოსებ კარდანახიშვილი, როლანდ კემულარია, რომან კობახიძე, იაგო კუბლაშვილი, ნუგზარ მგელაძე, ალექსანდრე მენაბდე, მიხეილ მენთეშაშვილი, ალექსანდრე მირზაშვილი, რევაზ მიქაძე, გია ნუცუბიძე, ვლადიმერ პაპავა, არნოლდ ჟვანია, მელიქ რაისიანი, ზაზა რევიშვილი, ნოდარ საბანიძე, ედვარდ სურმანიძე, გოჩა ქურდაძე, ზურაბ შხვაცაბაია, ნიკოლოზ ჩუბინიშვილი, თეიმურაზ ჭეიშვილი, მამუკა ჭოხონელიძე, კობა ხაბაზი, თამაზ ხიდეშელი, მერაბ ხურციძე, როინ ჯანაშია, გრიგოლ ჯოჯუა.

 

მეშვიდე მოწვევის პარლამენტი - ნუგზარ აბულაშვილი, ანდრო ალავიძე, კობა ბადაგაძე, ბეჟან ბუცხრიკიძე, ემზარ გელაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ასლან თავდგირიძე, კობა კურდღელაშვილი, ავთანდილ ლეკაშვილი, გელა ლონდარიძე, შოთა მალაშხია, ვახტანგ მარტოლეკი, ლაშა მინდელი, დევი ოვაშვილი, თამაზ პეტრიაშვილი, გიორგი როინიშვილი, მერაბ სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, გიორგი ტალახაძე, როლანდ ფიფია, სამსონ ქუთათელაძე, გიორგი ღვინიაშვილი, ისვახან შამილოვი, გოჩა შანიძე, იაშა შერვაშიძე, გიორგი ჩივიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, თეიმურაზ წურწუმია, დავით ჭავჭანიძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ბეჟან ხურციძე, ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი.

 

 

big_banner
არქივი