logo_geo
პროფესიული სპორტის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი ბეისბოლში გაფორმდა
- +

20 მარტი. 2019. 00:31

 

 

ბეისბოლის გუნდმა ლოს ანჯელეს "ეინჯელსმა" აუტფილდერ მაიკლ ტრაუტს სარეკორდო კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაციას გრანდიოზული ხელშეკრულების შესახებ Espn-ი ავრცელებს.

 

როგორც Espn-ი იუწყება, ბეისბოლის ლიგის კალიფორნიულმა გუნდმა, მოთამაშესთან 12 წლიანი, 430 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. პროფესიული სპორტის ისტორიაში ეს შეთანხმების ყველაზე დიდი თანხაა. აქამდე ყველაზე მსხვილი კონტრაქტი მოკრივე კანელო ალვარესმა, სტრიმინგ სერვის DAZN-თან გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით მოკრივე 11 ბრძოლაში 365 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი