logo_geo
ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, უკვე მამუკა ხაზარაძეც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბადრი ჯაფარიძე მას და გახარიას შორის შუამავალია
- +

21 მარტი. 2019. 15:14

 

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სკანდალურ წერილთან დაკავშირებით, რომელიც შს მინისტრმა მას გაუგზავნა, ბადრი ჯაფარიძის შუამავლობა არაფერ შუაშია.

 

მისი თქმით, არ შეიძლება, ჯაფარიძის შუამავლობაზე იყოს ლაპარაკი.

 

„ბადრი ჯაფარიძე და მე, იცით, რომ ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად, აქ შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

 

big_banner
არქივი