logo_geo
დიანა ლიპარტელიანი: გიგი რომ ამბობს ამ ყველაფერს მიშაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულია...
- +

1 თებერვალი. 2017. 11:23



გიგი უგულავა აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილს - გაბუნიასთან, ინტერვიუში. ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს დაუსაბუთებელს ამბობს, ან საფუძველსმოკლებულს, მაგრამ გიგი რომ ამბობს ამ ყველაფერს მიშაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულია, ალბათ...


მიშა რაც იყო და რაც არის, ყველამ კარგად ვიცით - ზოგიერთმა პირდაპირ გამოვცადეთ საკუთარ თავზე, ზოგიერთმა ირიბად, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ერთ ან მეორე მხარეს, როგორი პოლიტიკური წარსულიც არ უნდა გქონდეს, უმადური არ უნდა იყო კაცი...


უგულავა მიხეილ სააკაშვილმა აქცია პოლიტიკურ ფიგურად, მერად და ა.შ. სააკაშვილს გარეშე, ვერაფერი ვერ იქნებოდა გიგი უგულავა... ჰოდა, ახლა, როცა ამ ყველაფრის, ბევრი აღზევების და დაცემის შემდეგ, ვინც კაცად გაქცია, იმ ადამიანს რომ ამ სახით უპირისპირდები - უმადურიც ხარ და მეტიც! მით უმეტეს მაშინ, როცა სააკაშვილზე უკეთესი ვერაფრით ვერ ხარ (რეალურად, უგულავა იყო „მიშა 2" - თბილისის მასშტაბით,).


არასდროს კარგავს აქტუალობას ქვემოთმოყვანილი ფრაზა - „დათა თუთაშხიადან":


- ვისაც ჩავაცვი მან გამხადა სწორედ. მე თუ არა, სხვას გახადა მაინც.

- რომ არ ჩაგეცვა მისთვის, გახდა თუ აგცდებოდათ ან შენ, ამ იმ სხვას?!


ჰოდა, საკითხავი სწორედ ეგ არის...




 

big_banner
არქივი