logo_geo
გოგა ბითაძე სრულიად ლიგის MVP გახდა
- +

21 მარტი. 2019. 19:47

 

 

გოგა ბითაძის დიდი წარმატება. 19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა კალათბურთელმა აღიარება მიმდინარე სეზონში ჯერ სერბულ „მეგა ბიმაქსში“, შემდეგ კი მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტში“ ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩებისთვის დაიმსახურა.

 

ბითაძე სეზონის დასაწყისში სერბულ „მეგა ბემაქსში“ შესანიშნავად ასპარეზობდა, შემდეგ კი ლიგის მოქმედ ჩემპიონ „ბუდუჩნოსტში“ გადაბარგდა და თავის გამოჩენას ყველა შეხვედრაში ახერხებს.

 

ამ დროისთვის, გოგას ტურნირში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და სოლიდური საშუალო მაჩვენებლები (16.3 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.0 დაფარება, 0.9 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 20) გააჩნია.

 

ბითაძე 19 მარტს ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, ამჯერად კი ქართველი სრულიად ლიგის MVP გახდა.

 

ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალშია გასული და 25 მარტიდან ხორვატულ „ცედევიტასთან“ სერიაში ჩაერთვება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი