logo_geo
27 მარტამდე საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი
- +

23 მარტი. 2019. 12:52

 

 

საქართველოში 27 მარტამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, საქართველოს უმეტეს რაიონებში 24 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში – თოვლი, ზოგან შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +5 +10გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში – 0;–5; მაღალმთაში კი –5;0. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, +7 +12 გრადუსი.

 

+24 +25 მარტს თბილისშიც ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით იწვიმებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +8 +10 გრადუსი იქნება.

 

27–28 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +20 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17 გრადუსამდე.

 

თბილისშიც ასევე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი +15 +17 გრადუსი.

 

 

big_banner
არქივი