logo_geo
ბათუმში გმირთა საძმო საფლავი გვირგვინებით შეამკეს
- +

23 მარტი. 2019. 19:12

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, უმაღლესი საბჭოს აპარატის, რეგიონის ხელისუფლების, საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარის სადროშოს წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და გმირთა საძმო საფლავი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

 

„98 წლის წინ, 1921 წლის 18-21 მარტს, დემოკრატიული საქართველოს დემობილიზებული ქართული არმიის მებრძოლებმა და მოხალისეებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, ბათუმისათვის გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გაიმარჯვეს და აჭარა დედასამშობლოს შეუნარჩუნეს.

 

ბათუმის ეპარქიის სასულიერო პირებმა დაღუპულ გმირთა სულებისათვის პანაშვიდი გადაიხადეს“, - აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი