logo_geo
რუსთავში ვირი დააპატიმრეს
- +

23 მარტი. 2019. 20:55

 

 

რუსთავში ქუთაისის ქუჩაზე ცხოველი იყო დაბმული. ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

 

ამ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივია. ავტომობილებს ერთმანეთის საპირისპიროდ გადაადგილების დროს მცირე გაზონი ჰყოფს, სწორედ ამ ტერიტორიაზე ჰყავდა უცნობ პირს ვირი დაბმული.

 

შეგახსენებთ, რომ ქუჩებში ჩლიქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ და მის მეპატრონეს ჯარიმას აკისრებენ თუ პირუტყვი ქუჩაშია მეპატრონე 20 ლარით, ხოლო თუ სკვერში 50 ლარით ჯარიმდება.

 

ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.

 

 

წყარო: საქართველოს ხმა

 

 

 

big_banner
არქივი