logo_geo
ბათუმელი სპორტსმენები უკვე მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები
- +

24 მარტი. 2019. 20:46

 

ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში, ბათუმელმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 2 ოქროს, 1  ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.

 

იუნიორებში 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონობა არავის დაუთმო დათა ფუტკარაძემ. მეორე ოქრო კი კადეტებში +65 კილოგრამში დავით მსხალაძემ მოიპოვა.  სპორტსმენები უკვე მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

 

ვერცხლის მედალს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ემილ კახიძემ დაეუფლა, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა იუნიორებში მინდია მგელაძე. აღსანიშნავია ასევე, რომ 4 ბათუმელი კარატისტი გასულ წელს, წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ.

 

პირადი მწვრთნელი ლევან ცინცაძე სპორტსმენების შედეგებით კმაყოფილია. მისი განცხადებით, ეს მათი საუკეთესო შედეგია.

 

სპორტსმენები ისრაელიდან ბათუმში 26 მარტს დაბრუნდებიან და მზადებას საერთაშორისო ტურნირისთვის დაიწყებენ, რომელიც კიევში 26-27 აპრილს გაიმართება.

 

 

 

 

 

წყარო: აჭარის ტელევიზია

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი