logo_geo
მთაში წასულ მასწავლებელს, შესაძლოა, მიწის ნაკვეთი და სხვა ქონება გადაეცეს
- +

25 მარტი. 2019. 17:17

 

 

პარლამენტში, მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგების პრობლემებზე მსჯელობისას, რამდენიმე ინიციატივა გაჟღერდა. edu.aris.ge-ის ინფორმაციით, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილია მასწავლებლების გადამზადება, რომლებიც, შემდეგ, რამდენიმე საგანს ერთად ასწავლიან.

 

უმრავლესობის დეპუტატის ალექსანდრე ქანთარიას თქმით კი, მალე, განხორციელდება იდეა – მთაში სამუშაოდ წასულ პედაგოგს სარგებლობაში გადაეცეს გარკვეული ქონება, რომელიც შემდეგ მისი საკუთრება გახდება.

 

„განათლების სამინისტროში უკვე არის აზრი, რომ მთაში წასულ მასწავლებელს ჰქონდეს გადამზადება რამდენიმე საგანში. მასწავლებელი ასწავლის არა ერთ საგანს, არამედ, რამდენიმე საგანს. მაგალითად, გეოგრაფიას, ისტორიას... ასეთი მიმართულება ისედაც არის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, რომ ასე ერთობლივად, რამდენიმე საგნის სწავლებას თავისი პრიორიტეტი აქვს. ასევე მომხრე ვარ იმის, რომ მასწავლებელს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა, სკოლაში ჰქონდეს სრული დატვირთვა, თუ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ერთი საათის ჩატარებისთვის, თუ მაგალითად ბარში არის 20 ლარი, მთაში იყოს – 30 ლარი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.

 

 

ქანთარიას თქმით, სამინისტროში უკვე ჰქონდა საუბარი, რომ სოფლად და მთაში წასული პედაგოგები წაახალისონ.

 

 

 

„ასეთ ვარიანტზეც გვქონდა მსჯელობა, რომ მასწავლებელი სოფლად და მაღალმთიან რეგიონში თუ ჩავა, მას მივცეთ კარ-მიდამო, ნაკვეთი და პირუტყვი, რომ ასე თუ ისე, ჰქონდეს ეს ყველაფერი და რამდენიმე წლის მერე გადავიდეს პირად საკუთრებაში, ეს ინიციატივა იყო, გვქონდა საუბარი ამაზე და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს საქმეში გადავა“,  -განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

 

big_banner
არქივი