logo_geo
„გიო, ჩვენ ერთად ვართ“ - ერეკლე ბადურაშვილს წინათგრძნობა ჰქონდა
- +

25 მარტი. 2019. 17:18

 

 

მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის თქმით, ერეკლე ბადურაშვილს გული წინასწარ რაღაცას უგრძნობდა.  

 

Facebook-ზე ბოლო დროს გიო ხუციშვილის ფოტოებს დებდა აჩემებულად - „გიო, ჩვენ ერთად ვართო… როგორც ჩანს, ჰქონდა წინათგრძნობა“, - ამბობს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.

 

როგორც ცნობილია, დღეს რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

ერეკლე ბადურაშვილი ბოლო ოთხი წლის მანძილზე კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. იგი თურქულ მხარესთან ერთად მუშაობდა ფილმზე სახელწოდებით „ხიდი“. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ასრულებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი