logo_geo
სასტუმროს თანამშრომელი მე-6 სართულიდან გადმოხტა
- +

25 მარტი. 2019. 20:17

 

 

სასტუმრო "საირმის" ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ადმინისტრაციის თანამშრომელი  ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მათთან უკვე 6 წელია მუშაობს, სასტუმროს მე-6 სართულიდან გადმოხტა.

 

სასტუმრო "საირმის" ადმინისტრაცია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს უარყოფს.

 

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი