logo_geo
ზურაბ ცინცქილაძე: ბოლო დროს გიო ხუციშვილის ფოტოებს დებდა, როგორც ჩანს, ჰქონდა წინათგრძნობა
- +

26 მარტი. 2019. 03:07

 

 

მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ფეისბუქზე” ბოლო დროს გიო ხუციშვილის ფოტოებს დებდა აჩემებულად –  გიო, ჩვენ ერთად ვართო. როგორც ჩანს, ჰქონდა წინათგრძნობა“, – ამბობს მსახიობი.

 

როგორც ცნობილია, დღეს რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

ერეკლე ბადურაშვილი ბოლო ოთხი წლის მანძილზე, კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. იგი თურქულ მხარესთან ერთად მუშაობდა ფილმზე  სახელწოდებით „ხიდი“. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ასრულებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი