logo_geo
გასახდომი საშუალებების მაღაზია Herbalife გაძარცვეს
- +

26 მარტი. 2019. 22:23

 

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე გასახდომი საშუალებების მაღაზია Herbalife გაძარცვეს.  მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო და სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა. ის იარაღის მუქარით ფულს ითხოვდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან გასახდომი საშუალებები არ მოუპარავთ. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი