logo_geo
ფესტივალს „თბილისი რიტმი“ ეიფმანის საბალეტო დასი გახსნის
- +

28 მარტი. 2019. 16:22

 

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ 2019 წლის სეზონს  ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის თეატრი გახსნის. სპექტაკლი სახელწოდებით „როდენი, მისი მარადი კერპი“ წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს.

 

ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს მაყურებელს.

 

საბალეტო დასი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 56-წევრიანი სრული შემადგენლობით 21 აპრილს ეწვევა.

 

ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი“ ეძღვნება მოქანდაკეების, ოგიუსტ როდენისა და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის, კამილა კლოდელის შემოქმედებას. მათი ვნების ისტორია ტრაგიკულია. 15 წლის განმავლობაში როდენი და კლოდელი ერთ მგრძნობიარე შემოქმედებით მთლიანობას წარმოადგენდნენ. თუმცა, მხატვრებს შორის მომხდარმა განხეთქილებამ საბედისწერო დარტყმა მიაყენა კამილას სულიერ ჯანმრთელობას და მისი დაღუპვის დასაწყისი გახდა.

 

ნახევრად დავიწყებული, სიღატაკეში დარჩენილი კამილა ჭკუიდან იშლება. ავადმყოფური იდეა მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებისა, რომლის მთავარ ფიგურადაც კამილას როდენი ესახებოდა, განუწყვეტლივ ტანჯავს ფსიქიური აშლილობით დასუსტებული ქალის გონებას.

 

კამილამ 30 წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ყველასაგან დავიწყებული და მიტოვებული 1943 წელს გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი