logo_geo
რა იყო ევროპაში წასასვლელად საჭირო ადრე და ახლა
- +

2 თებერვალი. 2017. 22:07


 


დღეს ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის. სიხარულის ტალღამ მეტნაკლებად გადაიარა და სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ არანაკლებ რთული იქნება ვიზა-ლიბერალიზაციის პირობებში საზღვრის გადაკვეთა.

 

რა იყო საჭირო ადრე

 

1. იღებდით ცნობას სამსახურიდან ხელფასის შესახებ;


2. იღებდით ბანკიდან ბოლო თვეების ამონაწერს;


3. იღებდით ბანკიდან ანაბრის ცნობას, რისთვისაც სასწრაფოდ უყრიდით თანხას თავს;


4. იღებდით ორ ფოტოსურათს (რომელშიც, რა თქმა უნდა, ცუდად "გამოდიოდით")

იღებდით პასპორტის ასლებს;


5. იღებდით სამოგზაურო დაზღვევას;


6. ავსებდით აპლიკაციის ფორმას, რომელშიც პასუხობდით უამრავ შეკითხვას;


7. ჯავშნიდით სასტუმროს (სასურველია ტურისტულის ბეჭდით);


8. ჯავშნიდით თვითმფრინავის ბილეთებს (არ ყიდულობდით, რა იცი რა ხდება);


9. ნიშნავდით საკონსულოში ან სერვისცენტრში მისვლის თარიღს;


10. მიდიოდით აღნიშნულ ცენტრში და დგებოდით რიგში;


11. იხდიდით რაღაც ოდენობის თანხას (35-150 ევრო);


12. აბარებდით საბუთებს;


13. ელოდებოდით პასუხს 7-21 დღე;


14. მიდიოდით პასპორტის წამოსაღებად ან იხდიდით მოტანაში ფულს;


15. საბოლოოდ ყიდულობდით თვითმფრინავის ბილეთს.



რა არის საჭირო ახლა

1. დაბრუნების ბილეთის ჩვენება (რაც ისედაც გაქვთ);


2. ამონაწერი ბანკიდან, რომ უკაპიკოდ არ მიდიხართ;


3. სამოგზაურო დაზღვევა (რაც ასევე ისედაც უნდა გქონდეთ, თუ ათი თავი არ გაქვთ);


4. სასტუმროს ჯავშანი (5 წუთში ამობეჭდავთ booking.com-დან რამე ჯავშანს).




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი