logo_geo
„დირსის" საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც დევნილები შეიჭრნენ ღობეს ავლებენ
- +

2 აპრილი. 2019. 19:32

 

 

„დირსის" საცხოვრებელ კორპუსთან ღობეს ავლებენ. მუშები არ ასახელებენ, თუ რას უკავშირდება ღობის მონტაჟი.

 

ადგილზე რკინის კონსტრუქციები უკვე დაამაგრეს და თუნუქის ფილებს ამონტაჟებენ.

 

როგორც დევნილმა ნანა კვაშილავამ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, კონსტრუქციების მონტაჟი აღნიშნულ ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც დევნილებმა საცხოვრებელი ფართის დაკავება დაიწყეს.

 

„ექსპრომტად დაიწყეს ამ საღამოს ამ ბოძების შემოტანა და დღეს ხედავთ რა სისწრაფითაა შემოღობილი. ასეთი სისწრაფით საქართველოში დევნილებისთვის პრობლემის გადაწყვეტა ჯობია, ვიდრე ამ ღობის გამო დახარჯვა. მე-15 კორპუსი სრულად არის დაკავებული დევნილების მიერ, სადაც არის გაუსაძლისი მდგომარეობა. სავარუდოდ, სადამდეც ბოძებია გავლებული, იქამდე იქნება ღობეც", - განაცხადა ნანა კვაშილავამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი