logo_geo
51 კვების ობიექტიდან 12-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა
- +

3 აპრილი. 2019. 02:11

 

 

თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებში განთავსებული 51 კვების ობიექტიდან 12-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, თბილისისა და რეგიონული სამსახურების ინსპექტირების ჯგუფებმა, 18 სპეციალისტის შემადგენლობით, გასულ კვირას, თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში განთავსებული კვების ობიექტები შეამოწმა.

 

სახელმწიფო კონტროლი 51 ობიექტში განხორციელდა მათგან კრიტიკული შეუსაბამობა 12 ობიექტში დაფიქსირდა. მათი ცნობით, სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტიური შემოწმებების და ბიზნესოპერატორებთან ჩატარებული აქტიური სარეკომენდაციო სამუშაოების შედეგად, ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

 

„აღსანიშნავია, რომ უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. დღეისათვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში უამრავი ობიექტია, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.

 

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ ცხრილის სახით გთავაზობთ, იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომელთა შემოწმებაც სეს-მა გასულ კვირას განახორციელა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი