logo_geo
სლოვაკეთში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა
- +

9 აპრილი. 2019. 14:50

 

 

სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა.

 

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სლოვაკეთის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მოვლენამ ბიძგი მისცა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად საბჭოთა კავშირში მოვლენების შემდგომ განვითარებას, რასაც შედეგად მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დღევანდელი საქართველოს მთავარ გამოწვევას - რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

 

სლოვაკი ექსპერტების განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის მაგალითის მიმცემია. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქართული საზოგადოების ტოლერანტულობა აფხაზებისა და ოსების მიმართ, რაც მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის.

 

 

big_banner
არქივი