logo_geo
ქუთაისის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ადამიანის ძვლები იპოვეს
- +

9 აპრილი. 2019. 15:35

 

ამ წუთებში ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

imedinews-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაპოვნია ადამიანის ძვლები, რომელიც სავარაუდოდ, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი