logo_geo
ოზურგეთში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო
- +

9 აპრილი. 2019. 16:11

 

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები იწვის. შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

 

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

 

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი