logo_geo
მადლობა თავისუფლებისთვის 60 წლის ზაირა კიკვიძეს
- +

9 აპრილი. 2019. 22:54

 

სოციალურ ქსელში facebook გვერდი „მადლობა თავისუფლებისთვის“ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ ზაირა კიკვიძეზე წერს:

 

„მხიარული ქალბატონი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა და ხშირად დადიოდა მივლინებებში. არაფრით გაუშვებდა ხელიდან ახალი სპექტაკლის ან ფილმის ნახვის შესაძლებლობას, შემდეგ კი განხილვის დრო დგებოდა...ზაირა უყვარდათ, რადგან თავად იცოდა განსაკუთრებული სიყვარული. შეეძლო, თერთმეტი წლის განმავლობაში შორიდან ჰყვარებოდა თანაკურსელი, რომელთან ერთადაც შექმნა კიდეც ოჯახი. ზაირა შინაც მეგობრული იყო. მაგალითად, მისმა რძალმა ნანამ სწორედ ზაირას წყალობით აღმოაჩინა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი და მისივე მხარდაჭერით ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში. სიახლეების არ ეშინოდა. ორმოცი წლისამ გადაწყვიტა ცურვა ესწავლა. კიდევ უფრო გვიან გაიჩინა ახალი ჰობი - ქსოვა. ყველაფერი გამოსდიოდა. აინტერესებდა ფსიქოლოგია. წარმოშობით რაჭველი იყო, თუმცა ბოლო ხანს განსაკუთრებულად შეუყვარდა თელავი. პენსიაზე გასვლის შემდეგ მეუღლესთან ერთად იქ დასახლებაზე ოცნებობდა. ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ დღეს თელავის ერთი პატარა ქუჩა მის სახელს ატარებს. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი დემონსტრაციიდან შინ დაბრუნებულმა თქვა - „იცით? მგონი, მართლა ვთავისუფლდებით“, - წერია სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

big_banner
არქივი