logo_geo
„National Geographic“-ის, „Forbes“-ის, „Vogue“-ის და „Cosmopolitan“-ის წარმომადგენლები კახეთს სტუმრობენ
- +

12 აპრილი. 2019. 13:13

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით „National Geographic“-ის,  „Forbes“-ის, „Vogue“-ის,  „Cosmopolitan“-ის ჩეხური რედაქციების წარმომადგენლებისა და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური გაიმართა.

 

ჟურნალისტებმა  ყვარელი, თელავი და  წინანდალი მოინახულეს.  თბილისში უცხოური მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული  კერძების, ღვინის და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

 

ჩეხეთიდან პრეს-ტური ავიაკომპანია საქართველოს ავიახაზების „Georgian Airways“-ის მხარდაჭერით და  ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობით გაიმართა.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩეხეთიდან საქართველოში 66.8%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

 

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს ცნობადობის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში, ჩეხეთიდან დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებს, მოხარულები ვართ, რომ საქართველოთი ისეთი გამოცემები დაინტერესდნენ, როგორიც არის: „Vogue“,   „Cosmopolitan“, „Forbes“ და სხვა. ჩვენ გვსურს, უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი დავანახოთ, რომ  შემდეგ ბევრი პოზიტიური სტატია დაწერონ საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ინტერესს და ევროკავშირის ქვეყნებიდან  მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

წყარო:businesspost.ge

 

 

 

big_banner
არქივი