logo_geo
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება...
- +

12 აპრილი. 2019. 19:16

 

 

საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა ხულოს წმ. აბუსერიძე ტბელის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსელი სტუდენტი იმედა გურგუნაევი (ზურაბიშვილი) - განცხადება ამის შესახებ "საპატრიარქოს უწყებანში" გამოქვეყნდა.

 

20 წლის იმედა გურგუნაევი (ზურაბიშვილი) მართლმადიდებელი ინგილო ქართველი იყო ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალიდან.

 

 

"მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლად შესვენებული იმედა“, - წერს „საპატრიარქოს უწყებანი“).

 

ცნობისთვის 20 წლის ინგილო ქართველი სტუდენტი, იმედა გურგენაევი 25 მარტს ორთაჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი