logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსული ქვედანაყოფები წვრთნებს ატარებენ
- +

13 აპრილი. 2019. 01:21

 

 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებმა საკონტროლო შემოწმება დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

 

„სამხედრო მოსამსახურეები „ძარცემის“ მაღალმთიან პოლიგონზე შეასრულებენ ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა ჯავშანტექნიკის მართვა, სროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან და საბრძოლო ტექნიკიდან“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სწავლებაში ორი ათასზე მეტი სამხედრო, 500-მდე ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის „Т-72БМ ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2 და სხვა ტექნიკა მონაწილეობს. სწავლებაზე კონტროლს 58-ე არმიის სარდალი გენერალ-მაიორი სერგეი რიჟკოვი ახორციელებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი