logo_geo
რუსთაველის გამზირზე რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარია
- +

14 აპრილი. 2019. 19:35

 

 

რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლში“ ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 20 კვმ ფართობზე, სამზარეულოშია გაჩენილი.

 

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებულია როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი