logo_geo
დღეს მსახიობ გია ფერაძეს 71 წელი შეუსრულდებოდა
- +

19 აპრილი. 2019. 13:46

 

დღეს მსახიობ გია ფერაძეს 71 წელი შეუსრულდებოდა (დ. 19 აპრილი, 1948, თბილისი – გ. 20 დეკემბერი, 1995). გია ფერაძემ 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, კინოსტუდია „ლენფილმში“ (1972-1974), ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

 

„რომ არა ის ერთი საბედისწერო შემთხვევა, სწორედ რომ შემთხვევა, გია დღეს დიდი მსახიობი იქნებოდა, თუმცა ცნობილი ამ შემთხვევამდეც იყო - „სპექტაკლი კავკასიური ცარცის წრე“, ფილმები „არასერიოზული კაცი“ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, 40-მდე ფილმი და 29-მდე სპექტაკლი, დიდი თუ პატარა როლი მისი ნიჭის და მსახიობური ოსტატობის ნათელი დასტურია.

 

გიას ცხოვრება ორად შეიძლება დავყოთ - პირველი, დაუსრულებელი ზეიმი, სიხარული, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება. მეორე - 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლებები, ჯოჯოხეთად ქცეული არსებობა... ეს იყო გიას ნათამაშები ბოლო როლი“, - წერს ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი